• შემოდგმის თბილისი 2017


    წელს საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალს "შემოდგომის თბილისი" 25 წელი უსრულდება. ამ ფესტივალმა შეძლო დაემკვიდრებინა მაღალი შემოქმედებითი სტანდარტი და იქცა ქვეყნის მუსიკალური ცხოვრების ერთ-ერთი საუკთესო მოვლენად, რომელსაც ყოველ წელს ელიან როგორც თბილისელი მუსიკის მოყვარულები, ასევე ქალაქის სტუმრებიც.
    საიუბილეო ფესტივალის პროგრამა მეტად მრავალფეროვანია და ტრადიციისამებრ აერთიანებს სიმფონიური, კამერული, საგუნდო მუსიკის კონცერტებს, რომელიც გვთავაზობს მსოფლიო კლასიკური და თანამედროვე, ფოლკლორისა და პოპულარული ჟანრების საინტერესო ნაზავს, სცენაზე იქნებიან თბილისის სიმფონიური ორკესტრი, საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელა, კამერული ანსამბლები ისრაელიდან, პოლონეთიდან, ჰოლანდიიდან და საქართველოდან, საგუნდო კოლექტივები შვედეთიდან და საქართველოდან, ფოლკლორული ანსამბლები რუსეთიდან და საქართველოდან.
    მსმენელს უდავოდ ელის დაუვიწყარი საღამოები, რომლებიც ფესტივალის იუბილეს ეძღვნება.
  • 17 სექტემბერი, კვირა ფესტივალის გახსნა (19:30)
    თბილისის სიმფონიური ორკესტრი
    საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელა
    დირიჟორი: ვახტანგ კახიძე
  • 19 სექტემბერი, სამშაბათი კამერული მუსიკის კონცერტი (19:30)
    "თელ -ავივის სოლისტების ანსამბლი"
    დირიჟორი: ბარაკ ტალი (ისრაელი)
  • 23 სექტემბერი, შაბათი იგორ სტრავინსკის 135 წლის იუბილე (19:30)
    თბილისის სიმფონიური ორკესტრი
    საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელა
    დირიჟორი: ვახტანგ კახიძე
  • 27 სექტემბერი, ოთხშაბათი ქართული ფოლკლორის კონცერტი (19:30)
    ფოლკლორული ანსამბლი "შავნაბადა"
  • 30 სექტემბერი, შაბათი ქართული მუსიკის კონცერტი (19:30)
    თბილისის სიმფონიური ორკესტრი
    საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელა
    დირიჟორი: ვახტანგ კახიძე
  • 3 ოქტომბერი, სამშაბათი კამერული მუსიკის კონცერტი (მცირე დარბაზი - 19:30)
  • 6 ოქტომბერი, პარასკევი სიმფონიური მუსიკის კონცერტი (19:30)
    თბილისის სიმფონიური ორკესტრი
    დირიჟორი: ვახტანგ კახიძე
  • 8 ოქტომბერი, კვირა საგუნდო მუსიკის კონცერტი (19:30)
    ვაჟთა გუნდი Zero8 (შვედეთი)
    ბიჭუნათა ანსამბლი "მძლევარი"
  • 11 ოქტომბერი, ოთხშაბათი პოპულარული მუსიკის კონცერტი (19:30)
    "ტერემ-კვარტეტი" (რუსეთი)
  • 15 ოქტომბერი, კვირა ანსამბლ "შვიდკაცას" 60 წლის იუბილე (19"30)
    ანსამბლი "რუსთAვი"
    დირიჟორი: კონცერტს წაიყვანენ:
    ანზორ ექომაიშვილი
    ვახტანგ კახიძე
  • 17 ოქტომბერი, სამშაბათი საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელის 70 წლის იუბილე (19:30)
    ნიკო სულხანიშვილის სახელობის საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელა
    დირიჟორი: გივი მუნჯიშვილი
    არჩილ უშვერიძე
  • 19 ოქტომბერი, ხუთშაბათი კამერული მუსიკის კონცერტი (19:30)
    ელბლაგის კამერული ორკესტრი (პოლონეთი)
    თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი (საქართველოს "სინფონიეტა"
    დირიჟორი: მარეკ მოსი (პოლონეთი)